ბილეთები

C1

ბილეთების რაოდენობა:29
გვერდების რაოდენობა:2
#
#1153
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.9.1-4.9.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანები 4.9.1- 4.9.3 „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართულ მოძრაობის მიმართულებას?
1
I
2
II
3
III
4
IV
#1162
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ - რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.4.1-8.4.8 პუნქტების თანახმად, დაფები 8.4.1–8.4.8 „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” - მიუთითებს იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომლებზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება, ხოლო ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაფა 8.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობი¬ლებ¬ზე (მისაბმელით ან მის გარეშე), რომელთა ნებადართული მაქსიმალუ¬რი მასა 3,5 ტ-ზე მეტია.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
#1166
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს); ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.9.1-4.9.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 4.9.1−4.9.3. „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.

ბილეთის გვერდი
დაარღვეს თუ არა სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
არ დაარღვევს
2
დაარღვევს
3
4
#1167
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.9.1-4.9.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 4.9.1−4.9.3. „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართულ მოძრაობის მიმართულებას?
1
მხოლოდ II
2
მხოლოდ I
3
მხოლოდ IV
4
მხოლოდ III
#
Top