სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვისუფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:
„B” ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1”ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არაღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლისნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი,გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს,მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთონებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
- „C” ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D”კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C”კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალურიმასა არ აღემატება 750 კგ-ს;
- „D” ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომიადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი,გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
- „BE” - „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B”კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალურიმასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალურიმასა აღემატება 3 500 კგ-ს;
- „CE” - „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
- „DE” - „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
- „T” სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T” კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
- „S” საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S” კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
„A”, „B”, „C”, „CE”, „D” და „DE” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთასამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგქვეკატეგორიებად:
- „A1” მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
- „B1” მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
- „C1”ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ქვეკატეგორიას ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
- „D1” მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
- „C1E” - „C1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
- „D1E” - „D1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.