ბევრისთვის მარეგულირებელი ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ თემაა მართვის მოწმობის თეორიაში. რეალურად კი, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქართველოში მოძრაობის მარეგულირებელ ოფიცერს სულ 3 სხვადასხვა სიგნალი აქვს (სიგნალი, ანუ ხელების პოზიციის კომბინაცია).
როდესაც ამ სამ სიგნალს გზაჯვარედინზე განვიხილავთ, როცა ყოველი მხრიდან მომავალი ავტომობილი სხვადასხვა წესს ემორჩილება; მაგრამ არც ეს წესებია დაუძლეველი სირთულის. ნახეთ ჩვენი 3D მარეგულირებელი და მიხვდები როგორ უნდა იმოძრაოთ.
ზურგის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
მკერდის მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდება (ქვეითები გადადიან ზურგის და მკერდის პარალელურად)
გვერდებიდან (ხელების მხრიდან) მომავალი: ყველა ავტომობილი მიდის მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ,
ტრამვაი მიდის მხოლოდ პირდაპირ
ოთხივე მხრიდან მომავალი: ყველა ავტომობილი ჩერდებაყველა ქვეითი ჩერდება პატრულის, სახანძროს, სასწრაფოს მანქანებიც ჩერდება