სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაჯავშნოთ რიგი. ხოლო პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად შეგიძლიათ მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს (გარდა თბილისის ერთეულისა), ყოველ დღე - კვირის გარდა.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვებით ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ. გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა დაჯავშნოთ რიგი.
რიგის დაჯავშნა შესაძლებელია შსს მომსახურების ასევე ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.
თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში ტარდება პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპი ტარდება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში.
პრაქტიკული გამოცდის (როგორც მექანიკაზე, ასევე ავტომატიკაზე) პირველ ეტაპზე დაშვება (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) ხორციელდება საფასურის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) შეადგენს 90 ლარს.
პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უფლება გაქვთ პრაქტიკის გამოცდის მეორე ეტაპზე გახვიდეთ 1 წლის განმავლობაში.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე აუცილებელია გამოცხადდეთ რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიიღებთ დისკვალიფიკაციას. ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ნაწილობრივ (საფასურის 50%). რიგის შემდგომი დაჯავშნა შეგიძლიათ რიგის დაჯავშნის დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო გამოცდაზე დაშვება შეგიძლიათ დისკვალიფიკაციიდან 90 დღის შემდეგ. შეზღუდვა მოქმედებს, თუ გამოცდამდე 72 საათით ადრე გააუქმებთ ჯავშანს ან შეცვლით ჯავშნის დროს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში იმავე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მორიგი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვებით ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს 30 დღისა.
თუ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩააბარეთ მექანიკაზე, პრაქტიკის მეორე ეტაპზე გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ მექანიკაზეც და ავტომატიკაზეც. ამ შემთხვევაში მოგენიჭებათ ავტომატიკის მართვის უფლება.
თქვენი მართვის მოწმობა დამზადდება 7 დღეში და მისი დამზადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე.