თუ ერთ-ერთი მგზავრი იქცევა აგრესიულად და აწუხებს სხვა მგზავრებს ავტობუსის მძღოლმა სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს აგრესიულად განწყობილ მგზავრს, და გააფრთხილოს რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებს პოლიციას. თუ მგზავრი არ დამშვიდდა და სიტუაცია ხდება საფრთხის შემცველი, მძღლმა უნდა დარეკოს პოლიციაში.
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.