Enter e-mail address which was registered to your account.
ღია არხების გაყვანა წარმოებს როგორც აქტიური და კომბინირებული, ასევე გუთნისებური მუშა ორგანოიანი არხსათხრელი მანქანებით.
უწყვეტი ქმედების არხსაწმენდი მანქანის ციცხვებს შორის მანძილი აიღება 0,2 მეტრიდან 0,4 მეტრამდე ზღვრებში.
კავალირების მოსწორება წარმოებს ბულდოზერის ფრთის საშუალებით.არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.
ახალი ფართობების ათვისებისას ქვებისაგან გაწმენდა წარმოებს კბილებიანი ფოცხების საშუალებით ან კბილებიანი დანების საშუალებით.
დახურული დრენაჟის სადრენაჟე მილების გაწმენდა წარმოებს სპეციალური ბუნიკით წყლის ჭავლით.
არხსაწმენდი მანქანები არსებობს უწყვეტი და ციკლური ქმედების.
შნეკური არხსაწმენდი მანქანის მუშა ორგანოა ცილინდრული შნეკი.
მრავალციცხვიან არხსაწმენდს აქვს უწყვეტი და წყვეტილი ქმედების მუშა ორგანო.
როტაციული მუშა ორგანოებიდან არხების საწმენდად გამოყენებულია ფრეზები.
ხვეტია არხსაწმენდის მუშა ორგანოა უწყვეტი ჯაჭვი ფირფიტებით(ხვეტიებით).
დახრილშნეკიანი არხსაწმენდები გვხვდება სანაპირო და მცურავი სახის.
სრულპროფილიანი კომბინირებული არხსაწმენდი შედგება ფრეზისა და გამტყორცნელისაგან.
ვერტიკალურ კონუსურშნეკიანი არხსაწმენდი გამოიყენება პატარა სიღრმის არხების გასაწმენდად.
ფრეზულ არხსაწმენდზე შეიძლება დაყენდეს ხვეტია ტიპის მომსწორებლები.
მცირე სარწყავი ან დასაშრობი ქსელის სარემონტოდ და გასაწმენდად იყენებენ უწყვეტი ქმედების არხსაწმენდებს.
ტრაქტორებზე საკიდი არხსაწმენდები სამი ტიპისაა.
ექსკავატორი - დრაგლაინი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო კატეგორიის სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ.
ექსკავატორი - გრეიფერი გამოიყენება მსუბუქი სიმკვრივის გრუნტებში სამუშაოდ.
ექსკავატორ - გრეიფერს აქვს სამ დოლიანი ჯალამბარი.
ბულდოზერის ფრთის აწევა და დაშვება ხდება ჰიდრავლიკური ცილინდრებით.
სატკეპნი მანქანები გამოიყენება 0,8 – 1,5 მეტრი სისქის ყრილის გასამკვრივებლად.
არხის ფერდისა და ფსკერის მოსწორება წარმოებს პასიური დანით.
ნაკერების დაჭრა მოპირკეთებულ ბეტონსი წარმოებს არხის გრძივი და განივი მიმართულებით.
ღია არხის პერიმეტრზე მოპირკეთებულ ბეტონში ნაკერების დაჭრა წარმოებს: - გრძივი მიმართულებით - ანკერული დანით. - განივიმიმართულებით - V-სფორმისდანით.