„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი” - იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.36.1 და 1.36.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება” - მიუთითებს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ), ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ 2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. 2.3 ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე 8.1.1 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.3 ნიშანი, ან 8.1.2 დაფით, თუ გზაჯვარედინის წინ დადგმულია 2.4 ნიშანი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.4 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.4 „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია”- უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად, ხოლო თუ ის არ არის – გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8. 13 დაფის არსებობისას – მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს. ნიშანი იდგმება, თუ არაა უზრუნველყოფილი გადამკვეთ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა ხილვადობა, ის აგრეთვე შეიძლება დაიდგას რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ (ამ შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არის – ნიშნის წინ).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.10 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”. - კრძალავს ქვეითთა მოძრაობას. ნიშანი იდგმება იმ ადგილას, სადაც ქვეითთა მოძრაობა დაუშვებელია, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.26 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 და 3.28 პუნქტების თანახმად: - საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას. - საგზაო ნიშანი 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”. Which of these traffic signs is effective to junction of the driveways, in front of which the sign is posted?
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი“ პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.