„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვენი შემდეგი საქმიანობა: ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 89-ე პუნქტის თანახმად, „შეზღუდული ხილვადობა“ - გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედისტსა და მოპედის მძღოლს შეუძლიათ გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუარონ. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში − არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. ამავე კანონის პირველი დანართის 5.15.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმე¬დება, რომელიც გზაჯვარედინის წინ დადგმული ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე - 41-ე და 44-ე მუხლების, აგრეთვე ამ კანონის N01 და N02 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) - ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად. ამავე კანონის 36--ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგული¬რებული გზაჯვარედინია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-17 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ამ პირს წარუდგინოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის ან განკარგვის ან მისით სარგებლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი -მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.11 პუნქტის თანახმად 5.11 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან.