ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ბილეთი უნდა ვისწავლო?

ბილეთები არ უნდა ისწავლოთ, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ. სასწავლად შეგიძლიათ მობრძანდეთ ART DRIVE -ში და 100%-იანი გარანტიით ჩააბარებთ გამოცდა ;)

პასუხის გაშლა
რა საბუთები და თანხაა საჭირო თეორიულ გამოცდაზე გასვლისთვის?

ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • პირადობის მოწმობა;
  • კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.(მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი; მართვისმოწმობის საფასური - 15 ლარი);
  • სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).    

 არასრულწლოვანი მოქალაქისთვის  (17 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • პირადობის მოწმობა;
  • დაბადების მოწმობის დედანი (ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული);
  • მშობელი  (ან მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული);
  • საჯარო სკოლის მოწმობა ან ავტოსკოლის მოწმობა;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

სტუდენტის სტატუსის მქონე მოქალაქისთვის(18 წლის) წარსადგენი დოკუმენტები:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • პირადობის მოწმობა (ID ბარათი, სტუდენტის სტატუსით);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).

  კანდიდატს საშუალება აქვს გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტი სასურველ ენაზე ჩააბაროს, მათ შორის: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე.

  თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ  გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა), ხოლო თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.

პასუხის გაშლა
რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობას?

ჯანმრთელობის ცნობის შსს-ს მომსახურების სააგენტოში წარდგენა მართვის მოწმობის მისაღებად შეგიძლიათ მისი აღებიდან 6 თვის (180 დღის) მანძილზე.

პასუხის გაშლა
რამდენი წლის ასაკიდან შემიძლია მართვის მოწმობის აღება?

მინიმალური ასაკი მართვის მოწმობის ყოველი კატეგორიისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, B კატეგორიის მიღება შეიძლება 17 წლის ასაკიდან.

პასუხის გაშლა
რა ენაზე ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?

თეორიული გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ 8 ენიდან ნებისმიერზე. ეს ენებია: ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, ინგლისური, სომხური, ოსური, რუსული და თურქული.

პასუხის გაშლა
იცვლება თუ არა პრაქტიკის გამოცდის წესი? ემატება ქალაქში ტარება?

დიახ, პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება. B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ახალი ეტაპი 2022 წლის 25 აპრილიდან დაემატება.

პასუხის გაშლა
მინდა ავიღო X კატეგორია. მხოლოდ ამ კატეგორიის ბილეთები უნდა ვისწავლო?

დიახ, ყველა ბილეთის სწავლა საჭირო არ არის. უნდა ივარჯიშოთ ბილეთებით მხოლოდ იმ კატეგორიიდან, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებასაც აპირებთ.

პასუხის გაშლა
სად შევიძინო ახალი ბილეთების წიგნი?

ახალი ბილეთების წიგნი ჯერჯერობით არ გამოსულა და არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის გამოვა. თეორიის საკითხებსა და კანონში არაფერი შეცვლილა, ასერომ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სასურველი ადრინდელი წიგნით და ჩვენი საიტის ახალი ბილეთებით.

პასუხის გაშლა
რა ისწავლის ამდენ ბილეთს?

ჩვენ გასწავლით ჩაბარების გარანტიით 10 დღეში.

პასუხის გაშლა
რამდენი ბილეთი შემხვდება ნამდვილ გამოცდაზე? რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?

B კატეგორიის თეორიის ნამდვილ გამოცდაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, დაგხვდებათ 30 ბილეთი. ბილეთებზე პასუხის გასაცემად გექნებათ 30 წუთი და 3 შეცდომის დაშვების საშუალება. მეოთხე შეცდომა გამოცდას გააჩერებს.

პასუხის გაშლა
სად ვიპოვო ვიდეო (3D) ბილეთები?

ვიდეო (ან 3D) ბილეთები იქნება მალე ჩვენთან საიტზე მზადების პროცესშია.

პასუხის გაშლა
რას ნიშნავს B+C Mil კატეგორია?

ტესტები ბარდება სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც იღებენ ერთდროულად B და C კატეგორიის ტრანსპორტის მართვის უფლებას.

პასუხის გაშლა
პასუხების მიმდევრობა და ნომრები რატომ იცვლება ყოველ ჯერზე?

ეს ასე იქნება ნამდვილ გამოცდაზეც — ამით შსს-ს მომსახურების სააგენტო ამცირებს შანსს, რომ რომელიმე მოცლილმა, თეორიის სწავლის ნაცვლად, ყოველი ბილეთის პასუხების ნომრები დაიზეპიროს.

პასუხის გაშლა
ზღვრული ასაკი
  • “A” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლება);
  • “B” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
  • “C” კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
  • “D” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
  • “BE” კატეგორიაზე  - 18 წლის ასაკიდან;
  • “CE” კატეგორიაზე -  21 წლის ასაკიდან;
  • “DE” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
  • “T” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
  • “S” კატეგორიაზე   - 18 წლის ასაკიდან;
  • “ტრამვაი”-ს კატეგორიაზე -  21 წლის ასაკიდან;
  • “A1” კატეგორიაზე  - 17 წლის ასაკიდან;
  • “B1” კატეგორიაზე - 16 წლის ასაკიდან;
  • “C1” კატეგორიაზე-18 წლის ასაკიდან;
  • “D1” კატეგორიაზე- 21 წლის ასაკიდან;
  • “C1E” კატეგორიაზე -  18წლის ასაკიდან;
  • “D1E” კატეგორიაზე - 21წლის ასაკიდან.

 

   

შენიშვნა: პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:

·მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

·შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა. 

პასუხის გაშლა
მართვის მოწმობას რამდენი წელი აქვს ვადა?

  „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“  და ტრავმაიას კატეგორიებისთვის - 5წლით. საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 3 წლით

 

მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ, მართვის მოწმობის შეცვლა მოხდება მართვის უფლებისმისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.

პასუხის გაშლა
მართვის მოწმობის შეცვლა აღდგენა.

მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენა

სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

  • მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშისეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;
  • მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;
  • მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);
  • მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ანუზუსტობის გამოსწორება;
  • მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახულისარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნასშემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შესაცვლელი მართვის მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).

    შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში.

 დაკარგულის აღდგენა:

დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად მფლობელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

  • განცხადება დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენის თაობაზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ქვითრის საფასურია 35 ლარი).

 შეცვლილ მართვის მოწმობას მიიღებთ იმავე დღეს, რამდენიმე წუთში.

პასუხის გაშლა
უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის შეცვლა

უცხო ქვეყნის მართვის მოწმობის შეცვლა

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვისმოწმობა, შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

 

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა;
  • მართვის მოწმობის დასტური (მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ასევე მიზანშეწონილია, მითითებული იყოს მართვის მოწმობით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრება);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვისმოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:

 

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა;
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული შესაცვლელი მართვის მოწმობა;
  • მართვის მოწმობის დასტური (მძღოლის მოწმობის დასტური უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. დოკუმენტი არ საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას თუ იგი შედგენილია  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ასევე მიზანშეწონილია, მითითებული იყოს მართვის მოწმობით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრება);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV-100/ა);
  • საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელიდოკუმენტი; 
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითრის საფასურია 15 ლარი).
პასუხის გაშლა
პრაქტიკულ გამოცდაზე ინფორმაცია

  პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს ჩაბარებული უნდა ქონდეს თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს 7 დღეში ერთხელ შეუძლია პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. შეზღუდვა არ არის დაწესებული ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

 

პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიგამოცდის დაწყებამდე მძღოლობის ნებისმიერკანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომელსაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ანარაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აკლდება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდაწარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტსაჯარიმო ქულას.

 

„A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროსშემდეგი ელემენტები:

ა) „რვიანი“;

ბ) „ზიგზაგი“;

გ)„საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (მხოლოდ „A“კატეგორიისა და „A1“ ქვეკატეგორიისათვის);

დ)„შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ (მხოლოდ „B1“ ქვეკატეგორიისათვის).

 

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულგამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციომოთხოვნები:

ა) „პარალელური პარკირება“;

ბ) „ზიგზაგი“;

გ)„შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი“ („მოძრაობის მიმართულების შეცვლა“):

დ) „უკუსვლით პარკირება“ (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);

ე) „რვიანი“;

ვ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“).

 

„BE“, „C“, „CE“, „D“ და  „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1“, „C1E“, „D1“ ან „D1E“ ქვეკატეგორიისმართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა გაიაროს შემდეგი ელემენტები:

ა) „უკუსვლით პარკირება“;

ბ) „აღმართიანი უბანი“ („აღმართი“);

გ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“.

პასუხის გაშლა
ამ საიტზე ახალი ბილეთებია?

დიახ, ამ საიტზე მხოლოდ ახალი ბილეთებია, რომლითაც ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

პასუხის გაშლა
რას ნიშნავს კატეგორია?

კატეგორია გულისხმობს მართვის მოწმობის კატეგორიას. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობები, რომელიც მის მფლობელს სხვადასხვა ტიპის ავტომობილის მართვის უფლებას აძლევს. 

პასუხის გაშლა
რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

საიტზე რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს:

  1. დარეგისტრირებული მომხმარებლები მონაწილეობას ღებულობენ , სადაც მთავარი პრიზი — დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაა.
  2. წევრობის დროს, შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ისტორიის გვერდი, სადაც ადრე გავლილ გამოცდებს ნახავთ. ყოველ გამოცდას დეტალური გვერდი აქვს, ამ გამოცდაში ამოსული ბილეთებით და თქვენი გაცემული პასუხებით. აქედანვე შეძლებთ შედეგის გაზიარებას ან მეგობრის გამოწვევას — გაუგზავნეთ მას ამ გამოცდის ბმული და მას ზუსტად იგივე ბილეთების გავლის საშუალება ექნება.
  3. წევრები ხედავენ საკუთარ სტატისტიკას, რომელიც შეუცვლელი გვერდია თეორიაში ვარჯიშის დროს. ამ გვერდზე ჩანს ყოველი დღის მონაცემები, როდის რამდენი კითხვა გაიარა, რამდენი შეცდომა დაუშვა, სულ რამდენი ხანი ივარჯიშა და ა.შ. რაც მთავარია, აქ შეძლებთ ნახოთ საშუალოდ, რომელი თემების კითხვებში უფრო მეტ შეცდომას უშვებთ, ანუ — რომელი თემები და კითხვები უფრო გიჭირთ, რათა ამის მიხედვით ივარჯიშოთ უფრო მეტი, თქვენთვის რთულ თემებში.
    შეცდომების სტატისტიკის ვარდნაც შესანიშნავი სანახავია — ფოტოს გადაღებას და ფეისბუქზე დაშეარებას რომ მოგანდომებთ :)
  4. რეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემები ყველა კომპიუტერზე შენახული ხვდებათ. თუ თქვენ ვარჯიშობთ სახლშიც, სამსახურშიც და მეგობართანაც, გამოცდის გვერდის პარამეტრები და მთელი ისტორია ყოველ ჯერზე იდენტური დაგხვდებათ.
პასუხის გაშლა
როგორ ვაჩვენო მეგობარს ჩემი ვარჯიშის შედეგი?

საიტზე გავლილი გამოცდის შედეგები შეგიძლიათ facebook - ზე გააზიარო.

პასუხის გაშლა
სად ვნახო ბილეთის განმარტება?

ბილეთის განმარტების სანახავად დააჭირეთ მწვანე კითხვის ნიშანს, ყოველი ბილეთის ზედა მარჯვენა კუთხეში. კითხვის ნიშანი გამოჩნდება ბილეთზე მაუსის მიყვანისას.

პასუხის გაშლა
როგორ ვივარჯიშო მხოლოდ იმ თემებში, რომლებიც ნასწავლი მაქვს?

ეს ძალიან მარტივი და სასარგებლო ფუნქციაა! შედით artdrive.ge გვერდზე და თემების ბლოკში მონიშნეთ მხოლოდ ის თემები, რომლებიც გავლილი გაქვთ.

გსურთ რომ 30-ის მაგივრად, ამ თემების ყველა ბილეთში მოსინჯოთ ძალა? მაშინ ჩართეთ „ყველა კითხვა არჩეული თემებიდან“, ბილეთების რიცხვის შესაყვანი ბლოკის ქვეშ.

პასუხის გაშლა
როგორ ვნახო გამოცდის დროს დაშვებული შეცდომები?

გამოცდის მსვლელობის დროს, ღილაკების (ბოლოსთვის მოტოვება, შემდეგი...) ქვეშ მოცემულია უჯრებად დაყოფილი ზოლი. ყოველი უჯრა — მიმდინარე გამოცდის ერთი ბილეთია. წითელი უჯრა არასწორ პასუხს ნიშნავს, მწვანე — სწორს, ლურჯი უჯრით კი მიმდინარე ბილეთია მონიშნული. წინა ბილეთების სანახავად, გადაატარეთ მაუსი ამ უჯრებზე და ყველაფერი ნათელი გახდება.

პასუხის გაშლა