Часто задаваемые вопросы

რამდენი ბილეთი უნდა ვისწავლო?

ბილეთები არ უნდა ისწავლოთ, ბილეთებით უნდა ივარჯიშოთ. სასწავლად შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის იურიდიულ ლიტერატურას ან მიმართოთ ავტოსკოლას.

Расскрыть ответ
რა საბუთები და თანხაა საჭირო თეორიულ გამოცდაზე გასვლისთვის?

A ან B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა), ხალხურად — ფსიქო.
  • პირადობის მოწმობა ან ID ბარათი
  • გამოცდაზე გასვლის საფასურის ბანკში გადახდის ქვითარი (57 ლარი, გადახდა ხდება იქვე, ლიბერთი ბანკის ფილიალში)

სხვა კატეგორიების მოწმობის მისაღებ გამოცდებზე, აღნიშნულ სიას ემატება კიდევ ერთი სავალდებულო დოკუმენტი — შესაბამისი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მართვის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი ცნობა.

არასრულწლოვნების (17 წლამდე) სავალდებულო საბუთების სიას ემატება:

  • დაბადების მოწმობის დედანი (ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
  • თანმხლები მშობელი (ან მშობლის თანხმობა, დამოწმებული ნოტარიულად)
  • საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა

17 წლამდე, ასევე სტუდენტის სტატუსის მქონე პირები თეორიულ გამოცდაზე გასვლისას სარგებლობენ სპეციალური, 17-ლარიანი ტარიფით.

Расскрыть ответ
რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობას?

ჯანმრთელობის ცნობის შსს-ს მომსახურების სააგენტოში წარდგენა მართვის მოწმობის მისაღებად შეგიძლიათ მისი აღებიდან 6 თვის (180 დღის) მანძილზე.

Расскрыть ответ
რამდენი წლის ასაკიდან შემიძლია მართვის მოწმობის აღება?

მინიმალური ასაკი მართვის მოწმობის ყოველი კატეგორიისთვის სხვადასხვაა. მაგალითად, B კატეგორიის მიღება შეიძლება 17 წლის ასაკიდან.

Расскрыть ответ
რა ენაზე ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა?

თეორიული გამოცდის ჩაბარება შეგიძლიათ 8 ენიდან ნებისმიერზე. ეს ენებია: ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, ინგლისური, სომხური, ოსური, რუსული და თურქული.

Расскрыть ответ
იცვლება თუ არა პრაქტიკის გამოცდის წესი? ემატება ქალაქში ტარება?

პრაქტიკის გამოცდის წესი ამ ეტაპზე არ იცვლება. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის ჭორი, რომ პრაქტიკის გამოცდას ემატება ქალაქის პირობებში სიარული. ჯერჯერობით ყველაფერი რჩება ძველებურად.

Расскрыть ответ
მინდა ავიღო X კატეგორია. მხოლოდ ამ კატეგორიის ბილეთები უნდა ვისწავლო?

დიახ, ყველა ბილეთის სწავლა საჭირო არ არის. უნდა ივარჯიშოთ ბილეთებით მხოლოდ იმ კატეგორიიდან, რომელი კატეგორიის მართვის მოწმობის აღებასაც აპირებთ.

Расскрыть ответ
სად შევიძინო ახალი ბილეთების წიგნი?

ახალი ბილეთების წიგნი ჯერჯერობით არ გამოსულა და არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის გამოვა. თეორიის საკითხებსა და კანონში არაფერი შეცვლილა, ასერომ, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ სასურველი ადრინდელი წიგნით და ჩვენი საიტის ახალი ბილეთებით.

Расскрыть ответ
რა ისწავლის ამას?

თქვენ.
ან ისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Расскрыть ответ
რამდენი ბილეთი შემხვდება ნამდვილ გამოცდაზე? რამდენი შეცდომის დაშვების უფლება მაქვს?

B კატეგორიის თეორიის ნამდვილ გამოცდაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოში, დაგხვდებათ 30 ბილეთი. ბილეთებზე პასუხის გასაცემად გექნებათ 30 წუთი და 3 შეცდომის დაშვების საშუალება. მეოთხე შეცდომა გამოცდას გააჩერებს.

Расскрыть ответ
სად ვიპოვო ვიდეო (3D) ბილეთები?

ვიდეო (ან 3D) თავად კითხვაში არ არსებობს. ვიდეო ანიმაცია დაგხვდებათ ნამდვილი გამოცდის დროს, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ბილეთს უპასუხებთ და იგი გაჩვენებთ, თუ როგორ განვითარდებოდა სიტუაცია გზაზე თქვენი პასუხის შემთხვევაში. ვიდეოს მხოლოდ საილუსტრაციო დანიშნულება აქვს და არანაირად არ მოქმედებს ბილეთის შინაარსზე.

Расскрыть ответ
რას ნიშნავს B+C Mil კატეგორია?

ამ სპეც-კატეგორიის ტესტები ბარდება სამხედრო მოსამსახურეების მიერ, რომლებიც იღებენ ერთდროულად B და C კატეგორიის ტრანსპორტის მართვის უფლებას.

Расскрыть ответ
პასუხების მიმდევრობა და ნომრები რატომ იცვლება ყოველ ჯერზე?

ეს ასე იქნება ნამდვილ გამოცდაზეც — ამით შსს-ს მომსახურების სააგენტო ამცირებს შანსს, რომ რომელიმე მოცლილმა, თეორიის სწავლის ნაცვლად, ყოველი ბილეთის პასუხების ნომრები დაიზეპიროს.

Расскрыть ответ

   

Расскрыть ответ

     

Расскрыть ответ

      

Расскрыть ответ

    

Расскрыть ответ

    

Расскрыть ответ
ამ საიტზე ახალი ბილეთებია?

დიახ, ამ საიტზე მხოლოდ ახალი ბილეთებია, რომლითაც ბარდება მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

Расскрыть ответ
რას ნიშნავს კატეგორია?

კატეგორია გულისხმობს მართვის მოწმობის კატეგორიას. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობები, რომელიც მის მფლობელს სხვადასხვა ტიპის ავტომობილის მართვის უფლებას აძლევს. 

Расскрыть ответ
რატომ უნდა დავრეგისტრირდე?

საიტზე რეგისტრაციას ბევრი უპირატესობა აქვს:

  1. დარეგისტრირებული მომხმარებლები მონაწილეობას ღებულობენ შეჯიბრში, სადაც მთავარი პრიზი — დაგროვილი ცოდნა და გამოცდილებაა.
  2. წევრობის დროს, შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ისტორიის გვერდი, სადაც ადრე გავლილ გამოცდებს ნახავთ. ყოველ გამოცდას დეტალური გვერდი აქვს, ამ გამოცდაში ამოსული ბილეთებით და თქვენი გაცემული პასუხებით. აქედანვე შეძლებთ შედეგის გაზიარებას ან მეგობრის გამოწვევას — გაუგზავნეთ მას ამ გამოცდის ბმული და მას ზუსტად იგივე ბილეთების გავლის საშუალება ექნება.
  3. წევრები ხედავენ საკუთარ სტატისტიკას, რომელიც შეუცვლელი გვერდია თეორიაში ვარჯიშის დროს. ამ გვერდზე ჩანს ყოველი დღის მონაცემები, როდის რამდენი კითხვა გაიარა, რამდენი შეცდომა დაუშვა, სულ რამდენი ხანი ივარჯიშა და ა.შ. რაც მთავარია, აქ შეძლებთ ნახოთ საშუალოდ, რომელი თემების კითხვებში უფრო მეტ შეცდომას უშვებთ, ანუ — რომელი თემები და კითხვები უფრო გიჭირთ, რათა ამის მიხედვით ივარჯიშოთ უფრო მეტი, თქვენთვის რთულ თემებში.
    შეცდომების სტატისტიკის ვარდნაც შესანიშნავი სანახავია — ფოტოს გადაღებას და ფეისბუქზე დაშეარებას რომ მოგანდომებთ :)
  4. რეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემები ყველა კომპიუტერზე შენახული ხვდებათ. თუ თქვენ ვარჯიშობთ სახლშიც, სამსახურშიც და მეგობართანაც, გამოცდის გვერდის პარამეტრები და მთელი ისტორია ყოველ ჯერზე იდენტური დაგხვდებათ.
  5. და ბოლოს — საიტზე რეგისტრაციით თქვენ იქმნით On.ge-ს ანგარიშს. ეს ანგარიში კიდევ ბევრ სასარგებლო რესურსზე გამოგადგებათ უახლოეს მომავალში. Something big is coming on.ge
Расскрыть ответ
როგორ ვაჩვენო მეგობარს ჩემი ვარჯიშის შედეგი?

საიტზე გავლილი გამოცდის შედეგები შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ისტორიაში. დააჭირეთ ისტორიის ჩანაწერს და გაუზიარეთ ბმული მეგობარს.

Расскрыть ответ
სად ვნახო ბილეთის განმარტება?

ილეთის განმარტების სანახავად დააჭირეთ მწვანე კითხვის ნიშანს, ყოველი ბილეთის ზედა მარჯვენა კუთხეში. კითხვის ნიშანი გამოჩნდება ბილეთზე მაუსის მიყვანისას.

Расскрыть ответ
როგორ ვივარჯიშო მხოლოდ იმ თემებში, რომლებიც ნასწავლი მაქვს?

ეს ძალიან მარტივი და სასარგებლო ფუნქციაა! შედით გამოცდის გვერდზე და თემების ბლოკში მონიშნეთ მხოლოდ ის თემები, რომლებიც გავლილი გაქვთ.

გსურთ რომ 30-ის მაგივრად, ამ თემების ყველა ბილეთში მოსინჯოთ ძალა? მაშინ ჩართეთ თოლია „ყველა კითხვა არჩეული თემებიდან“, ბილეთების რიცხვის შესაყვანი ბლოკის ქვეშ.

Расскрыть ответ
როგორ ვნახო გამოცდის დროს დაშვებული შეცდომები?

გამოცდის მსვლელობის დროს, ღილაკების (გამოტოვება, შემდეგი...) ქვეშ მოცემულია უჯრებად დაყოფილი ზოლი. ყოველი უჯრა — მიმდინარე გამოცდის ერთი ბილეთია. წითელი უჯრა არასწორ პასუხს ნიშნავს, მწვანე — სწორს, სტაფილოსფერი უჯრით კი მიმდინარე ბილეთია მონიშნული. წინა ბილეთების სანახავად, გადაატარეთ მაუსი ამ უჯრებზე და ყველაფერი ნათელი გახდება.

Расскрыть ответ