არტ დრაივს ისრაელის ავტოსკოლების წარმომადგენელთა 35 კაციანი ჯგუფი ესტუმრა
ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო ისრაელის წამყვანი ავტოსკოლების მფლობელებითა და დირექტორებით, გაეცნო სწავლების ჩვენეულ მეთოდებს
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა არტ დრაივის კონცეფციამ „ყველაფერი ერთ სივრცეში“, რომელიც გულისხმობს თეორიისა და პრაქტიკის კომბინირებულ გარემოში სწავლებას
სტუმრები დაესწრნენ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მიმდინარეობას და სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ თეორიულ ნაწილში გამოყენებული 3D ბილეთებითა და ავტოდრომის დაგეგმარებით
ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების შემდეგ, შეხვედრის დასასრულისკენ, ჩვენმა ავტოსკოლამ მიიღო თანამშრომლობის შემოთავაზება და მიწვევა ისრაელში