N1 ავტოსკოლასა და ამავედროულად ყველაზე მეგობრულ გუნდში 3 ვაკანსიაა !
"არტ დრაივის" მთავარი ფილიალი მდებარეობს დინამო არენაზე, სადაც მიმდინარეობს მართვის მოწმობის მოსამზადებელი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილის სწავლება. მეორე ფილიალი მდებარეობს გლდანში, ი. ვეკუას N1 ში. ჩვენ შევასწავლით თეორიასა და პრაქტიკას ფაქტობრივად ყველა კატეგორიის მართვის მოწმობისათვის
ავტო-მოტო სკოლას სჭირდება 3 თეორიის პედაგოგი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, საქმის ადგილზევე შესწავლით
კანდიდატებთან გვაქვს მხოლოდ 3 მოთხოვნა:
** საყვარელი საქმე: ცოდნის გაცემა
** საყვარელი ჰობი: მეგობრული აურით გარემოს გაჯერება
** დამატებითი ენა: რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაგვემატე!
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV მეილზე: artdrive05@gmail.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "თეორიის პედაგოგი". ასევე შეგიძლიათ გვნახოთ და მოგვწეროთ facebook ზე: http://bit.ly/ArtDriveDinamo