მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შსს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით არის შესაძლებელი.
ელექტრონული რეგისტრაციის მსურველ პირებს შეუძლიათ სააგენტოს ვებ-გვერდზე (sa.gov.ge) შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო, ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.
ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შსს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს, მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS, ან ელექტრონული ქვითარი).
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.
ელექტრონული რეგისტრაცია შეგიძლიათ, გაიაროთ აქ: https://www.sa.gov.ge/p/bookingterms
მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის პირობები
წყარო/ფოტო: შსს მომსახურების სააგენტო