სიახლეები

რუსთავსა და გორში პრაქტიკული გამოცდა ახალი ავტომობილებით ჩატარდება

გამოქვეყნების თარიღი:04/03/2021

შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, Skoda Rapid-ის მოდელის ავტომობილით ჩატარდება. საქართველოს სხვა ქალაქების საგამოცდო ცენტრებში კი ძველი საგამოცდო მანქანები - Skoda Fabia-ები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი Skoda Rapid-ებით. აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომობილები გაბარიტებით მცირედით განსხვავდება ძველი საგამოცდო ავტომობილისგან - Skoda Fabia-სგან. 

აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, ჩვენს ავტოსკოლაში ავტოპარკი განახლდა. "არტ დრაივში" პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს უახლეს, გამოცდის ანალოგიურ ავტომობილებზე - Skoda Rapid-ებზე. ამასთანავე, პირველად საქართველოში, "არტ დრაივის" პრაქტიკის სასწავლო მოედანი სენსორებით, თანამედროვე GPS სისტემით აღიჭურვა. სწორედ ამიტომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გაკვეთილები შეგიძლიათ გამოცდის ანალოგიურ გარემოში, ანალოგიურ ავტომობილებზე გაიაროთ. პრაქტიკის გავლა შეგიძლიათ როგორც მექანიკაზე, ასევე ავტომატიკაზე.

მოსწავლეთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველ დროს შეძლოთ პრაქტიკული გაკვეთილის გავლა, უმჯობესია ჩაეწეროთ წინასწარ. ჩასაწერად და სასურველი დროის შესარჩევად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 67 67 27

მისამართი: დინამო არენა (მუშტაიდის მოპირდაპირე მხარეს).