სიახლეები

7 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლო მოტოციკლის მართვა

გამოქვეყნების თარიღი:25/03/2021

ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ უნდა ისწავლოთ მოტოციკლის მართვა და გადაჯდეთ ორბორბლიან ტრანსპორტზე.

 

1. ამცირებს სტრესს და გეხმარება განტვირთვაში

მოტოციკლის უსაფრთხოდ მართვა სრულ კონცენტრირებას მოითხოვს, რაც, შეიძლება ითქვას, მედიტაციის ერთგვარი ფორმაა. გზაზე ფოკუსირება ამცირებს სტრესს, რადგან, როცა მოტოციკლს მართავ, შენი ყველა პრობლემა დროებით გავიწყდება.

ბაიკერებს მოტოციკლი ნამდვილ თერაპიად მიაჩნიათ. მოტოციკლი საშუალებას გაძლევს, შექმნა შენი პატარა სამყარო, დროებით განცალკევდე ყველასგან და ყველაფრისგან და დაივიწყო შენი ყოველდღიური რუტინა.

 

 

2. მოტოციკლი შენი იდენტობის ნაწილი ხდება

შეგინიშნავთ, ალბათ, რომ ბაიკერები გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობის სტილით, ვიზუალით, ხასიათითა და თუნდაც მუსიკალური გემოვნებით. ბაიკერები ხშირად ერთიანდებიან კლუბებად ან სამეგობრო წრეებად. მათ ინტერესებსა და ცხოვრების სტილს მნიშვნელოვნად სწორედ მოტოს სიყვარული განაპირობებს. თავისუფლება, სისწრაფე და ადრენალინი არის ის შეგრძნებები, რომლებიც ყველაზე მეტად ხიბლავთ ბაიკერებს, ამიტომაც ყველაზე კარგად უგებენ და მარტივად უმეგობრდებიან ერთმანეთს.

 

 

3. ნაკლებად ხვდები საცობში

მოტოციკლის მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე, ავტომობილთან შედარებით, ნაკლებია იმის შანსი, რომ საცობში გაიჭედო. მოტოციკლს უფრო მეტად აქვს ასეთ დროს მანევრირების საშუალება და შესაძლებლობა, რომ საკუთარი გზა გამოძებნოს მანქანების გრძელ კოლონაში.

motos martva 

 

 

4. გაცილებით მარტივია პარკინგი

დაგვეთანხმებით, ავტომობილის დაპარკინგება თითოეული მძღოლისთვის თავსატეხია, განსაკუთრებით კი თბილისში. არასდროს არის ადგილი გასაჩერებლად და ხშირად მძღოლებს ავტომობილის დაპარკინგება დანიშნულების ადგილიდან კილომეტრების მოშორებით უწევთ. მოტოციკლის შემთხვევაში კი ეს პრობლემა უმეტესწილად მოხსნილია, რადგან მოტოს მცირე ადგილიც ჰყოფნის გასაჩერებლად.

motociklis-martva

 

 

5. სწრაფი და მოსახერხებელია გადასაადგილებლად

მოტოციკლი ნაკლებად ხვდება საცობში და, ავტომობილთან შედარებით, თავისუფალი მანევრირების შესაძლებლობა აქვს - ავტომობილებს უფრო მარტივად უვლის გვერდს, შეუძლია გადაადგილდეს არამხოლოდ საავტომობილო გზაზე, არამედ ვიწრო საფეხმავლო გზებზეც (გრუნტზე). მოტოციკლი, ასევე, არის ერთერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საკმაოდ მაღალ სიჩქარეს ავითარებს.

motos-praqtika-motoskola

 

 

6. განიჭებს თავისუფლების შეგრძნებას

ბაიკერი გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, ვიდრე ავტომობილის მძღოლი. მოტოციკლის მართვა ჰგავს ფრენას თავისუფალ სივრცეში. ამ დროს თავგადასავლის მთავარი გმირი შენ ხარ - თავად იღებ გადაწყვეტილებას, თუ რა მიმართულებით განაგრძობ სვლას.

მთავარი ამ მოგზაურობაში კი ის არის, რომ გზას კი არ მიჰყავხარ დანიშნულების ადგილამდე, არამედ ის თავად არის დანიშნულების ადგილი.

 

 

7. მოტოციკლის მართვის სწავლა მარტივია

თუ ერთხელ მაინც გიტარებია ველოსიპედი ან ნებისმიერი ორბორბლიანი ტრანსპორტი, მოტოციკლის მართვის სწავლა კიდევ უფრო გაგიადვილდება, რადგან მთავარი პრინციპი წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნებაა. ყველა სხვა ტექნიკური დეტალი კი ადვილად ათვისებადია, როცა შენ გვერდით პროფესიონალი ინსტრუქტორი დგას.

ასეთი ადამიანის მოძებნა მარტივი არ არის. გაგვიმართლა და არტ დრაივში ორი ყველაზე გამოცდილი და თავისი საქმის პროფესიონალი მოტო ინსტრუქტორი გვყავს, რომლებიც მოტოს მართვის შესწავლას სასიამოვნო და მარტივ პროცესად აქცევენ. ისინი დეტალურად გიხსნიან ყველა ნიუანსს და გასწავლიან მარტივ ხერხებს, როგორ ჩააბაროთ გამოცდა წარმატებით პირველივე ცდაზე.

 

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგვეხმიანეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

571 67 67 27