სიახლეები

რაში დაგეხმარებათ C კატეგორიის მართვის მოწმობის აღება

გამოქვეყნების თარიღი:02/04/2021

სატვირთო ავტომობილის, იგივე C კატეგორიის, მართვის მოწმობის აღებას ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია - ეს არის დასაქმების რეალური პერსპექტივა.

C კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ დასაქმდეთ სატვირთო ავტომობილის მძღოლად, სრულ განაკვეთზე. ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი ვაკანსიაა გადამზიდ და სადისტრიბუციო კომპანიებში, საწარმოებში, ქარხნებსა თუ სასაწყობო და სამშენებლო ობიექტებზე.

სატვირთო ავტომობილის მძღოლის ანაზღაურება, შესაძლოა, ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარს უდრიდეს. ანაზღაურება დამოკიდებულია მძღოლის გამოცდილებაზე, სამუშაო გრაფიკზე და ა.შ. თუმცა, საშუალოდ ეს რიცხვი 1500-3000 ლარია.

აქვე გეტყვით, რომ სატვირთო ავტომობილის მართვის მოწმობის აღება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში, ამ კატეგორიაზეც საჭიროა თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. C კატეგორიის გამოცდაზე გასვლა 21 წლის ასაკიდან შეგიძლიათ. გამოცდაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ B კატეგორიის მართვის მოწმობა აღებული გქონდეთ სულ ცოტა 1 წლის წინ.

C კატეგორიის თეორიული გამოცდისთვის სასწავლი ბილეთების რაოდენობა არის 1085, ხოლო პრაქტიკულ გამოცდაზე სულ 3 საგამოცდო ელემენტია, ესენია: უკუსვლით პარკირება, აღმართიანი უბანი (აღმართი) და პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.

თუკი გსურთ C კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, დაგჭირდებათ ავტოსკოლის საბუთი, რომლის წარდგენაც გამოცდაზე სავალდებულოა. ამ საბუთის გარეშე გამოცდაზე არ დაიშვებით.

იმისათვის, რომ გამოცდა წარმატებით გაიაროთ, სრულყოფილად უნდა იყოთ მომზადებული, რაშიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილების გამოცდის ანალოგიურ გარემოში გავლა, ასეთ გარემოს კი არტ დრაივი გთავაზობთ. ჩვენს ავტოსკოლაში დაგვხდებათ საგამოცდო სივრცე, სადაც კურსის დასრულების შემდეგ გამოცდის ანალოგიურ სენსორულ ეკრანებზე გაივლით თეორიის ტესტს, რაც საშუალებას მოგვცემს დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად მზად ხართ გამოცდაზე გასასვლელად. პრაქტიკულ ელემენტებს კი დაეუფლებით გამოცდის ანალოგიურ მოედანზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გამოცდაზე თავდაჯერებული მიხვიდეთ და სამივე პრაქტიკული ელემენტი წარმატებით გაიაროთ.

არტ დრაივში C კატეგორიის თეორიული კურსი შეგიძლიათ შეისწავლოთ როგორც ჯგუფში, ასევე, ინდივიდუალურად. თეორიული კურსი ჯგუფში 100 ლარი ღირს, ხოლო ინდივიდუალური კურსის საფასური შეადგენს 200 ლარს.

თეორიული კურსის თანხაში შედის ავტოსკოლის საბუთიც (ე.წ. "ძირი"), რომელიც გამოცდაზე წარსადგენად გჭირდებათ.

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, 1 გაკვეთილის საფასურია 70 ლარი. ხანგრძლივობა: 45 წთ. პრაქტიკული გაკვეთილების რაოდენობა ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალოდ 5 გაკვეთილი საკმარისია.

 

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგვეხმიანეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

571 67 67 27