სიახლეები

რატომ უნდა გაიარო თეორიული კურსი ონლაინ?

გამოქვეყნების თარიღი:29/04/2021

მართვის მოწმობის თეორიული კურსის ონლაინ გავლას ბევრი უპირატესობა აქვს. ჩვენ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს გაგიზიარებთ:

 

1. ზოგავ დროს და ენერგიას

ხშირად დანიშნულების ადგილამდე მისვლა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დაღლილი უნივერსიტეტიდან ან სამსახურიდან პირდაპირ გაკვეთილზე მიდიხარ. თუ ონლაინ ისწავლით, ის დრო, რომელიც გზაში უნდა დაგეხარჯათ, შეგიძლიათ თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ ან უბრალოდ დაისვენოთ გაკვეთილის დაწყებამდე.

 

2. თავს გრძნობ კომფორტულად და გიმარტივდება კონცენტრირება

ონლაინ სწავლის დროს გაქვს საშუალება, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო. შეგიძლია მოძებნო ყველაზე მყუდრო ადგილი, მოიფარო პლედი, მოიმარაგო საყვარელი სასმელი ან სასუსნავი და ისე ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. გარდა ამისა, კონცენტრაციაც უფრო გაგიმარტივდება, რადგან არ იქნები უცხო ადამიანების გარემოცვაში.

 

3. ისეთივე ხარისხიანია, როგორც ადგილზე სწავლება

ონლაინ სწავლება არაფრით ჩამოუვარდება ადგილზე სწავლებას, რადგან საგაკვეთილო პროცესი ანალოგიური მეთოდით მიმდინარეობს. მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გიხსნით ბილეთებს კონკრეტული თემატიკის მიხედვით და შემდეგ თქვენთან ერთად განიხილავს თითოეულ ბილეთს. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის მზად არის, რომ დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ამასთან ერთად, გვაქვს ჩაბარების გარანტია. იმ შემთხვევაში თუ თეორიულ გამოცდას ვერ ჩააბარებთ, ჩვენთან გაივლით გადამზადებას თეორიაში სრულიად უფასოდ.

 

4. უფრო დაცული ხარ

რადგან 2021-ში ისევ გრძელდება პანდემია, შენი ჯანმრთელობის დასაცავად საუკეთესო გამოსავალია მოერიდო ხალხმრავლობას. შესაბამისად, ონლაინ სწავლება ხელს გიწყობს დარჩე სახლში, უსაფრთხოდ.

 

5. კომუნიკაცია უფრო მოსახერხებელია

ონლაინ სწავლება გიმარტივებს კომუნიკაციას მასწავლებელთან და საშუალებას გაძლევს მეტად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის მიმდინარეობისას კითხვის ხმამაღლა დასმა ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, რადგან არ გინდა, რომ მასწავლებელს შეაწყვეტინო საკითხის ახსნა და სხვა მოსწავლეებს მოსმენაში ხელი შეუშალო. ონლაინ სწავლის დროს კი შეგიძლია შეხვედრის ჩათში დასვა ნებისმიერი კითხვა, რომელსაც მასწავლებელი მოგვიანებით უპასუხებს და დაგეხმარება ყველა პრობლემური საკითხის გააზრებაში.

 

ონლაინ სწავლების ეფექტიანობაზე კი ყველაზე ცხადად ჩვენი მოსწავლეების შედეგები მეტყველებს. მათ, ვინც თეორიული კურსი დისტანციურად გაიარა, წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მართვის მოწმობის მქონეთა რიგებს შეუერთდა.

 

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგვეხმიანეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

571 67 67 27