იცით თუ არა, რომ შუაგულ თბილისში, დინამოს სტადიონზე, არის ყველაზე დიდი ავტოსკოლა ჩვენს ქვეყანაში - ეს არტ დრაივია, რომელიც მოსწავლეებს უკვე მე-10 წელია მართვის მოწმობის გამოცდებისთვის ამზადებს. ჩვენ, არტ დრაივი, უკვე ათასობით მოსწავლეს დავეხმარეთ ამ ოცნების ასრულებაში.
როგორია ერთი სამუშაო დღე არტ დრაივის თეორიის ოფისში? ბევრი-ბევრი სიხარულით და უდიდესი ენერგიით სავსე.
ჩვენი ავტოსკოლის კარი დილით 9 საათზე იღება და საღამოს 10-მდე მოსწავლეების ბევრი, საინტერესო და მრავალფეროვანი ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს.
ზოგიერთი მათგანი მოტოს თეორიას სწავლობს, ზოგი B კატეგორიისთვის ემზადება, ზოგი სატვირთოს მართვის მოწმობის აღებას აპირებს და ზოგიც სპეცტექნიკის მართვის წესების დაუფლებას ცდილობს. ჩვენთან ხომ ყველა კატეგორიის შესწავლაა შესაძლებელი?!
ზოგიერთ მოსწავლეს სწავლა ინდივიდუალურად ურჩევნია, ზოგსაც - ჯგუფურად. პანდემიის შემდეგ ონლაინ გაკვეთილებიც დავიწყეთ და მოსწავლეების ნაწილმაც ამ ტიპის სწავლებაზე შეაჩერა არჩევანი. მოკლედ, მთავარია მოსწავლის სურვილი და ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანს მათთვის კომფორტული პირობები შევუქმნათ.
ჩვენ მაინც ყველაზე მეტად ჩვენს ოფისში მოსწავლეების სტუმრობა გვახარებს; ხშირად ჩვენი მოსწავლეები თეორიის პედაგოგებს ისე უმეგობრდებიან, რომ სწავლის დასრულების შემდეგაც გვსტუმრობენ. პირადად მოდიან სასიხარულო ამბის შესატყობინებლად - ამბის, რომ პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარეს გამოცდა.
ჩვენს ოფისში გაივლით შიდა ტესტირებასაც, ანალოგიურ სენსორულ მონიტორზე, საგამოცდო ოთახი ჩვენი მოსწავლეებისთვის მუდმივად ღიაა და გამოცდაზე გასვლამდე რამდენჯერაც გსურთ იმდენჯერ გვესტუმრეთ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, ნებისმიერი კითხვით კი თქვენს პედაგოგს მიმართეთ. პირველ ჯერზე არ გაგიმართლათ? არაუშავს; თეორიაში სრულიად უფასოდ გადაგამზადებთ <3
ჰო, მართლა, ოფისში ექიმიც გვყავს, რომელიც გაგსინჯავთ და მოგცემთ ჯანმრთელობის ცნობას (ფორმა 100), რომელიც გამოცდაზე წარსადგენად აუცილებლად დაგჭირდებათ.
თეორიის ოფისიდან გამოსულებს სულ რამდენიმე ნაბიჯი გჭირდებათ, რომ პრაქტიკის მოედანზე აღმოჩნდეთ. ეს ის ნანატრი ადგილია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ საჭეს მიუჯდეთ და პრაქტიკული ნაწილის ათვისება დაიწყოთ.
პრაქტიკის მოედანზე რა ამბებია? კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო. აქ სულ მოძრაობაა, ერთდროულად მოძრაობს რამდენიმე მოტო, ათობით მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო და ტრაილერი. აქაც ყველა კატეგორიის პრაქტიკა ერთ სივრცეშია. ინსტრუქტორები? - ერთმანეთზე საუკეთესო.
მართვის მოწმობა უკვე გაქვთ და ქალაქში პრაქტიკა გჭირდებათ? არც ეგ იქნება პრობლემა. რაც მთავარია, პრაქტიკული გაკვეთილები ჩვენთან შაბათ-კვირასაც ტარდება.
იმ ატმოსფეროს გადმოცემა, რაც ჩვენს ყველაზე თბილ, მეგობრულ და დიდი გულის მქონე ავტოსკოლაში ტრიალებს, სიტყვებით შეუძლებელია. ამიტომ უმჯობესია პირადად გვესტუმროთ დინამო არენაზე (მუშტაიდის მოპირდაპირედ), კარი 2-3-ში;
თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათ, შეგვეხმიანეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 571 67 67 27