სიახლეები

როგორ შემიძლია ავიღო ტრაილერის მართვის მოწმობა?

გამოქვეყნების თარიღი:17/08/2021

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ტრაილერის საჭესთან აღმოჩნდეთ.

 

ტრაილერის მართვის მოწმობის აღების პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან და ბევრი ნიუანსისგან შედგება. მიუხედავად ამისა, CE კატეგორიის საჭესთან მოხვედრა მიუღწეველ ოცნებას ნამდვილად არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ყველა გაურკვევლობა აღმოვფხვრათ, ჩვენს სტატიაში თქვენ მიერ ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ:

 

1. მინდა ტრაილერის მართვის მოწმობის აღება. რომელი კატეგორია უნდა ჩავაბარო?

პირველ რიგში, უნდა ჩააბაროთ C კატეგორიის ანუ სატვირთო ავტომობილის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, ხოლო შემდეგ უნდა დაიმატოთ E კატეგორია ანუ მისაბმელი, რომელზეც მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ.

 

2. C კატეგორიის აღებიდან რამდენ ხანში შემიძლია E კატეგორიის გამოცდაზე გასვლა?

ნებისმიერ დროს. C და E კატეგორიების გამოცდებს შორის დროის ინტერვალი არ მოქმედებს.

 

3. მაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა. C კატეგორიაზე თეორიის ჩაბარება მაინც მომიწევს?

ვიცით, გაგიხარდებოდათ, თუ გეტყოდით, რომ „არა“, მაგრამ C კატეგორიაზე თეორიის ჩაბარება ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა. ასევე, არ გამოგრჩეთ, რომ თეორიის გამოცდაზე დაგჭირდებათ ავტოსკოლის საბუთი, რომლის წარდგენის გარეშეც გამოცდაზე არ დაიშვებით.

 

4. რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე C კატეგორიის გამოცდაზე გასასვლელად?

იმისათვის, რომ სატვირთო ავტომობილის გამოცდა ჩააბაროთ, უნდა იყოთ 21 წლის და, ამასთან ერთად, B კატეგორიის მართვის მოწმობის აღებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 წელი.

 

5. რა დოკუმენტები მჭირდება C და E კატეგორიების გამოცდაზე?

C და E კატეგორიების გამოცდაზე დოკუმენტებით აღჭურვილს მოგიწევთ მისვლა. ორივე კატეგორიისათვის დაგჭირდებათ ავტოსკოლის საბუთი, ანუ ე.წ. „ძირი“. ასევე, ჯანმრთელობის ცნობა, იგივე „ფორმა 100“. არ უნდა დაგრჩეთ B კატეგორიის მართვის მოწმობა და, რა თქმა უნდა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

6. რა ელემენტები ბარდება C და E კატეგორიების პრაქტიკულ გამოცდაზე?

ამ კატეგორიების პრაქტიკული გამოცდა არც ისეთი რთულია, როგორიც აპლიკანტებს ჰგონიათ. მოედანზე სულ 3 ელემენტის შესრულება გევალებათ:

  • უკუსვლით პარკირება;
  • აღმართიანი უბანი (აღმართი);
  • პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება.

 

7. რამდენი ხანი აქვს ვადა ჯანმრთელობის ცნობასა და ავტოსკოლის საბუთს?

ჯანმრთელობის ცნობას 6 თვე აქვს ვადა. თუ მისი აღებიდან 6 თვე გასული ჯერ არ არის, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. კიდევ უფრო მაგარი ამბავი კი ის არის, რომ ავტოსკოლის საბუთი უვადოა.

 

8. როგორ შემიძლია მოვემზადო გამოცდისთვის ისე, რომ პირველივე ცდაზე ჩავაბარო?

მართვის მოწმობის პირველივე ცდაზე აღებას მარტივად შეძლებთ, თუ წინასაგამოცდოდ შესაბამისად მოემზადებით. თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე თქვენთვის უცხო და დაუძლეველი არაფერი იქნება, თუკი გაკვეთილებს გამოცდის ანალოგიურ გარემოში - ანალოგიურ მოედანსა და ავტომობილზე გაივლით.

ასეთი გარემო დაგხვდებათ ჩვენთან, არტ დრაივში, სადაც სუპერ პროფესიონალი ინსტრუქტორები ყველა საგამოცდო ელემენტს შეგასწავლიან და, ამასთან ერთად, გამოცდისათვის ფსიქოლოგიურად მოგამზადებენ. საგამოცდო ოთახში კი საშუალება გექნებათ, გაიაროთ შიდა ტესტირება გამოცდის ანალოგიურ სენსორულ მონიტორებზე.

 

თუ დამატებითი ინფორმაცია დაგჭირდებათშეგვეხმიანეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

571 67 67 27