15 ივნისიდან B კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება .
თეორიულ გამოცდაზე კანდიდატებს, არსებული 3 შეცდომის ნაცვლად, 5 შეცდომის დაშვების შესაძლებლობა ექნებათ.
ასევე იცვლება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმიც, მსუბუქი შეცდომების დასაშვები რაოდენობა 12-დან 15-მდე იზრდება.
ახალი წესის თანახმად, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, ხოლო მე-15 მსუბუქი შეცდომა გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცვლილებები ძალაში 15 ივნისიდან შევა.