საგზაო ნიშნების ცნობარი / საგზაო მონიშვნები

  • 1.1.

    მონიშვნა

    ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს ტრანსპორტის დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა ტრანსპორტის გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

  • 1.2.

    მონიშვნა

    მთლიანი ფართო ხაზი აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2 ხაზის გადაკვეთა დასაშვებია სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

  • 1.3.

    მონიშვნა

    ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.1.3 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

  • 1.4.

    მონიშვნა

    აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

  • 1.5.

    მონიშვნა

    ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტიზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

  • 1.6.

    მონიშვნა

    მიახლოების ხაზი – (წყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.6 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

  • 1.7.

    მონიშვნა

    წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

  • 1.8.

    მონიშვნა

    განიერი წყვეტილი ხაზი - აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლსშორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზებისგადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა). 1.8 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

  • 1.9.

    მონიშვნა

    აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.

  • 1.10.

    მონიშვნა

    აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

  • 1.11.

    მონიშვნა

    ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.

  • 1.12.

    მონიშვნა

    „სდექ ხაზი” აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის და მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.

  • 1.13.

    მონიშვნა

    აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

  • 1.14.1.

    მონიშვნა

    „ზებრა” აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს;

  • 1.14.2.

    მონიშვნა

    „ზებრა” აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.

  • 1.14.3.

    მონიშვნა

    აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით.

  • 1.15.

    მონიშვნა

    აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთსგზის სავალ ნაწილს.

  • 1.16.1-1.16.3.

    მონიშვნა

    აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.

  • 1.17.

    მონიშვნა

    აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს.

  • 1.18.

    მონიშვნა

    აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.

  • 1.19.

    მონიშვნა

    აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.

  • 1.20.

    მონიშვნა

    აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

  • 1.21.

    მონიშვნა

    წარწერა „სდექ” აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ, თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით.

  • 1.22.

    მონიშვნა

    აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.

  • 1.23.

    მონიშვნა

    აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.