21 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა ქვეყანაში 100 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემის დანერგვას
ცვლილება ძალაში სულ რამდენიმე დღეში, 1 ივლისიდან შევა, რომლის თანახმადაც, ყოველ მძღოლს მიენიჭება 100 ქულა, ქულები კი მათ ეტაპობრივად, დაგროვილი ჯარიმების შედეგად ჩამოაკლდებათ
გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული დარღვევის შესაბამის ქულებს:
▪ სიმთვრალეში მართვა - 30/40 ქულა
▪ საწრაფოს/სამაშველოს/სახანძროს ავტომობილის შეფეხრება - 20/40 ქულა
▪ მართვისას მობილურზე საუბარი - 15 ქულა
▪ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 5/20/30 ქულა
▪ ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 10/ 20/30 ქულა
▪ მანქანის გაუმართაობა - 5 ქულა
▪ წინა სავარძელზე ღვედის გაუკეთებლობა - 5 ქულა
▪ ავტომობილის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - 10/30 ქულა
▪ დაბურული მინების მქონე ავტომობილის ტარება - 5/10/15 ქულა
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისინი, ვისაც მომდევნო წლის დადგომამდე მართვის მოწმობის ქულები გაუნულდებათ, მართვის მოწმობას დაკარგავენ