სტატიები

თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რეგისტრაციის წესები და პირობები

გამოქვეყნების თარიღი:20/06/2019

 მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შსს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით არის შესაძლებელი.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველ პირებს შეუძლიათ სააგენტოს ვებ-გვერდზე (sa.gov.ge) შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო, ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.

ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შსს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს, მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS, ან ელექტრონული ქვითარი). 

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი. 

 

ელექტრონული რეგისტრაცია შეგიძლიათ, გაიაროთ აქ: https://www.sa.gov.ge/p/bookingterms

 

   მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნის პირობები

 

  • სარეგისტრაციო მონაცემების სრულყოფილად შევსებისა და დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატის თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნას.
  • მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია შეინახოს და თეორიულ გამოცდაზე გამოცხადებისას წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (SMS, ან ელექტრონული ქვითარი).
  • ელექტრონული ჯავშანი არ გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის პირდაპირ გამოცდაზე დაშვებას. ამ პირობებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენისა და მართვის უფლების შემზღუდავი გარემოების არარსებობის შემთხვევაში, კანდიდატს მიენიჭება უნიკალური ნომერი და მოხდება მისი ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, შემდეგ კი გამოცდაზე დაშვება.
  • მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, გამოცდაზე გამოცხადდეს გამოცდამდე 10 წუთით ადრე.
  • თეორიულ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიერ მართვის უფლების მისაღები შემდგომი თეორიული გამოცდის დღედ შეიძლება არჩეულ იქნეს არაუადრეს გამოცდის დღის მე-7 კალენდარული დღისა.
  • შენიშვნა: სტუდენტი და 18 წლამდე პირი შეღავათით სარგებლობს მხოლოდ ერთჯერადად, თეორიულ გამოცდაზე პირველად გასვლისას. შესაბამისად, თეორიული გამოცდის რიგში განმეორებით ადგილის დაჯავშნისას, არ უნდა მოინიშნოს ,,სტუდენტი" ან/და ,,მძღოლობის კანდიდატის ასაკი (18 წლამდე)". 

 

წყარო/ფოტო: შსს მომსახურების სააგენტო