სტატიები

10 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლოთ "არტ დრაივში"

გამოქვეყნების თარიღი:13/03/2021

ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით, როგორ დაგეხმარება ქვეყნის N1 ავტოსკოლა, რომ შენი ავტომობილის მართვა ხელოვნებად აქციო. მხოლოდ “არტ დრაივში”:

 

1. საგამოცდო სივრცის ანალოგიური ავტომობილები და მოედანი

რუსთავისა და გორის საგამოცდო ცენტრებში ავტომობილები შეიცვალა. მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე Skoda Fabia-ის მოდელის ავტომობილის ნაცვლად Skoda Rapid-ი დაგხვდებათ, "არტ დრაივში" პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს უახლეს, გამოცდის ანალოგიურ ავტომობილებზე - Skoda Rapid-ებზე. პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს როგორც მექანიკაზე, ასევე ავტომატიკაზე.

ჩვენს საგამოცდო მოედანზე შეგიძლიათ გაიაროთ ყველა კატეგორიის ყველა ელემენტი. სწორედ ამიტომ “არტ დრაივში” პრაქტიკას გამოცდის ანალოგიურ გარემოში, ანალოგიურ ავტომობილებზე დაეუფლებით. 

via GIPHY

 

2. სენსორებით აღჭურვილი მოედანი

ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენთან საქართველოში, სენსორებით აღჭურვილი პრაქტიკის სასწავლო მოედანი დაგხვდებათ. პრაქტიკულ გამოცდაზე თქვენთვის უცხო და დაუძლეველი არაფერი იქნება, რადგან “არტ დრაივში” მართვის მოწმობის პრაქტიკული გაკვეთილები შეგიძლიათ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, Skoda Rapid-ის მოდელის ავტომობილით გაიაროთ.

via GIPHY

 

3. ჩაბარების გარანტია

10-დღიანი კურსის გავლის შემდეგ გადიხართ შიდა გამოცდას ანალოგიურ გარემოში, რაც დაგხვდებათ გამოცდაზე. სანამ თქვენი შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი და არ დავრწმუნდებით, რომ შეძლებთ ჩაბარებას, იქამდე გამოცდაზე გასვლის რეკომენდაციას არ გაძლევთ და გადიხართ ჩვენთან პერიოდულ გადამზადებას სრულიად უფასოდ.

via GIPHY

 

4. შიდა ტესტირება გამოცდის ანალოგიურ სენსორულ მონიტორებზე 

ჩვენს ავტოსკოლაში არის ერთი ასეთი ჯადოსნური ოთახი, რომელსაც საგამოცდო სივრცე ჰქვია. აქ მოსწავლეები გამოცდის ანალოგიურ სენსორულ ეკრანებზე გადიან თეორიის ტესტს, რაც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლე ნამდვილად არის მზად გამოცდაზე გასასვლელად.

via GIPHY

 

5. თეორია და პრაქტიკა ყველა კატეგორიაზე

“არტ დრაივი" გთავაზობთ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მართვის მოწმობის ყველა კატეგორიაზე. ჩვენს ავტოსკოლაში მოკლედ დროში შეისწავლით თეორიას A, A1, B, C, D, T და S კატეგორიებზე. ამასთან ერთად, პროფესიონალურად დაეუფლებით პრაქტიკას A, A1, B, C, D და E კატეგორიებზე.

via GIPHY

 

6. ფასდაკლება სტუდენტების, მოსწავლეებისა და მეგობრებისათვის

მოსწავლეებსა და სტუდენტებს “არტ დრაივი” B კატეგორიის თეორიულ კურსზე ფასდაკლებას სთავაზობს. ჩვენთან მეგობრობაც განსაკუთრებულად ფასდება:

10-დღიანი თეორიული კურსი ჯგუფში 65 ლარი ღირს, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი - 50 ლარი.

გვაქვს ინდივიდუალური კურსიც, რომლის საფასურიც 150 ლარია, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი - 120 ლარი.

ორი ან მეტი მეგობრის შემთხვევაში თეორია ჯგუფში ეღირება 50-50 ლარი, ინდივიდუალურად 100-100 ლარი. 

via GIPHY

 

7. ფასდაკლება “სოკარის” მომხმარებლებისათვის

ჩვენი და SOCAR Georgia Petroleum-ის თანამშრომლობის ფარგლებში, სოკარის მომხმარებლები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას თეორიულ კურსებზე. ჩვენი ავტოსკოლის მოსწავლეებს კი გადაეცემათ სოკარის ენერჯი ბარათები, რომლითაც ისარგებლებენ 16-თეთრიანი ფასდაკლებით ბენზინსა და დიზელზე. ასევე, ყოველ შეძენილ ერთ ლიტრ საწვავზე ენერჯი ბარათზე დაგიგროვდებათ 3 თეთრი.

via GIPHY

 

8. ონლაინ და ოფლაინ სწავლება

ჩვენთან თეორიული კურსი შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ რეჟიმში გაიაროთ. თეორიული სწავლება მიმდინარეობს როგორც დისტანციურად, ასევე, ჩვენს ოფისში.

via GIPHY

 

9. სუპერ პროფესიონალი მასწავლებლები

ჩვენი გუნდი, რომელიც ათასობით ადამიანს დაეხმარა ოცნების ახდენაში, შედგება პროფესიონალი, ენერგიული, მეგობრული და პოზიტიური მასწავლებლებისგან. “არტ დრაივში” რთულ საკითხებსაც კი გიმარტივებენ და მოკლედ დროში გასწავლიან. ჩვენი მიზანია პროფესიონალურად დაუფლოთ მართვას და არა უბრალოდ მიიღოთ მართვის მოწმობა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მოგამზადებთ გამოცდისათვის და დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში, რაც ნიშნავს, რომ გამოცდაზე თქვენი მაქსიმუმის გამოვლენას დაუბრკოლებლად შეძლებთ.

via GIPHY

 

10. მეგობრული გარემო

ყველა ჩვენი მოსწავლე ჩვენი მეგობარი ხდება. მეგობრობა ხშირად სწავლის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

via GIPHY

 

ბონუს მიზეზი: 

არტ დრაივიდან მართვის მოწმობის გარეშე არავინ მიდის.

via GIPHY