პირველი სატვირთო ავტომობილი
პირველი სატვირთო ავტომობილი გერმანელმა კონსტრუქტორებმა, ინჟინრებმა და მეწარმეებმა- გოტლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მაიბახმა შექმეს 1896 წელს , გამომგონებლებს აინტერესებდათ შეძლებდა თუ არა მათ მიერ ახლადდამზადებული ავტომობილის ძრავა მრავალტონიანი მანქანის დაძვრასა და წაყვანას , სწორედ ეს გახდა სატვირთო ავტომობილის შექმნის მთავარი მიზეზი.
პირველად სატვირთო ავტომობილი მეხანძრეებმა გამოიყენეს , ვინაიდან ხანძის ადგილზე ყოველთვის ბევრი ადამიანის საჭიროება იყო.
აღსანიშნავია, რომ სატვირთო ავტომობილის პირველი მართვის მოწმობა 1929 წელს გაიცა. ეს ქალბატონი ლილი მაკ’ჯი დრენანსი გახდათ. მან ასევე პირველად, შორ დისტანციაზე დაიწყო თავისი სატვირთო ტვირთების გადატანა. გარდა ამისა, ლილი მაკ’ჯი დრენანსი იყო პირველი ქალი, რომელიც პირველ ავტოსატრანსპორტო კომპანიას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში .
პირველი სატვირთო ავტომობილი საქართველოში
ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ 1937 წლიდან ოცნებობდა , რომ მის სამშოვლოში ავტოტოინდუსტრიული წარმოება ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 1945 წელს დაითანხმა სტალინი, ხელი მოეწერა ბრძანებისათვის ქუთაისში საავტომობილო ქარხნის აშენების თაობაზე. სწორედ ამ პერიოდიდან წარმოებდა ქუთაისის ავტოქარხანა.
1951 წელს ქუთაისმა პირველი სატვირთო ავტომობილი „ზის-150“ შემდგომში „კაზ-150“-ის სახელით. პირველი ავტომობილის საჭესთან სწორედ ბერია მჯდარა, მას ერგო კონვეიერიდან მისი ჩამოყვანის პატივი. ბერიამ ავტომობილი ჯერ ჩამოაგორა, შემდეგ ძრავა ჩართო, უზარმაზარი საამქროდან გაიყვანა და ავტოქარხნის ტერიტორიას საპატიო წრე დაარტყა. უკან დაბრუნებულმა ავტომობილის გასაღები გამომცდელ მძღოლს გადასცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ბერიას უნდოდა, ქუთაისის ავტომობილებზე აბრევიატურა ქართულ ენაზე ყოფილიყო სტალინის გარდაცვალების მერე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებასაც შეუდგა და შესაბამისი სამარკო ნიშნებიც ქართულად ჩამოასხმევინა, თუმცა ბერიას მკვლელობის შემდეგ ისინი გადაადნეს.
1958 წლის ბოლოსთვის ქუთაისმა გამოუშვა КАЗ-605 – ბორტებიანისთვის და КАЗ-606 – უნაგირა გამწესთვის და ეწოდებოდათ ,,კოლხიდა“ . დროთა განმავლობაში დაიხვეწა და გაიზარდა წარმოება. ქუთაისური ავტომობილები მთელ კავშირში გამოიყენებოდა, – სამშენებლო სამუშაოებისათვის, ტვირთების გადაზიდვებისთვის და აეროპორტებშიც კი.
1982 წელს ქარხანამ გამოუშვა КАЗ-4540 , რომელიც ყველაზე მასშტაბური მოდელი აღმოჩნდა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ იყო, , მანქანის ტვირთამწეობა 6000 კგ-ს აღწევდა. ყოველწლიური წარმოება 5000-ზე მეტი იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოეთი დაიშალა, ქუთაისის ავტოქარხანასაც პრობლემები შეექმნა – 1996 წელს ბოლო შეკვეთა შეასრულა – 40 ავტომობილი გამოუშვა და ქარხანაც გაჩერდა.