ბილეთები

ბილეთი №394

[A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#394
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?
1
მხოლოდ იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია
2
მხოლოდ გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია
3
მხოლოდ ავტომაგისტრალზე
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
Top