ბილეთები

ბილეთი №48

[B, B1], [C], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#48
განმარტება

განმარტება:

საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
2
მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
3
ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
4
არც ერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ
Top