ბილეთები

T, S

ბილეთების რაოდენობა:904
გვერდების რაოდენობა:37
#
#1563
განმარტება

განმარტება:

გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი და საკვეთელი.

ბილეთის გვერდი
გუთნისებური ფრთიანი არხსათხრელი მანქანის სამუშაო ორგანოებია:
1
ბრტყელი სახნისი, ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, ფრთოვანები
2
სახნისი, ველის ფიცარი, წინამხვნელი, საკვეთელი
3
ოვალური ფრთა, ფრთისებრი ზედაპირი, გრუნტის მჭრელი, საკვეთელი
4
#1564
განმარტება

განმარტება:

შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია: ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი და გამცლელი ტრანსპორტიორები.

ბილეთის გვერდი
შნეკურ-როტორული კომბინირებული არხსათხრელი მანქანის ძირითადი სამუშაო ორგანოებია:
1
ციცხვებიანი როტორი, ციცხვებიანი ჯაჭვი, ცილინდრული შნეკები, გამცლელი ტრანსპორტიორები
2
ცილინდრული შნეკები, ფრთოვანი ციცხვებიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
3
კონუსური შნეკები, მრავალციცხვიანი როტორი, გამცლელი ტრანსპორტიორები
4
#1565
განმარტება

განმარტება:

მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია სწავლობს საოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს.

ბილეთის გვერდი
რას სწავლობს მანქანა-ტრაქტორთა პარკის ექსპლუატაცია?
1
მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მანქანების მუშაობის კანონზომიერებას
2
რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
3
სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების მუშაობის კანონზომიერებების და ეფექტური გამოყენების მეთოდებს
4
რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
#1566
განმარტება

განმარტება:

ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას.

ბილეთის გვერდი
ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:
1
რომელიმე კულტურის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა გეგმას
2
მანქანათა სისტემას რომელიმე კულტურის მოსაყვანად
3
რომელიმე კულტურის წარმოების ფინანსურ გეგმას
4
რომელიმე კულტურის წარმოების ბიზნეს-გეგმას
#1567
განმარტება

განმარტება:

ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას.

ბილეთის გვერდი
ოპერაციულ-ტექნოლოგიური რუკა წარმოადგენს:
1
რომელიმე სამუშაოს შესრულების გეგმას
2
რომელიმე სამუშაოს შესრულების ბიზნეს-გეგმას
3
სამუშაოთა ჩამონათვალს მოცემული კულტურის წარმოებისთვის
4
სამუშაოს ჩატარების ფინანსურ მაჩვენებლებს
#1568
განმარტება

განმარტება:

ტრაქტორები კლასებად იყოფა ნომინალური წევის ძალის მიხედვით.

ბილეთის გვერდი
რა მახასიათებლების მიხედვით იყოფა ტრაქტორები კლასებად?
1
დანიშნულების მიხედვით
2
ტრანსმისიის მიხედვით
3
ნომინალური წევის ძალის მიხედვით
4
ძრავას მიხედვით
#1569
განმარტება

განმარტება:

ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებაა სიმკვრივე.

ბილეთის გვერდი
რა ფიზიკურ-მექანიკური თვისება ახასიათებს ნიადაგს?
1
კულტურული
2
წებოვნება
3
სიმკვრივე
4
#1570
განმარტება

განმარტება:

ნიადაგის ტექნოლოგიური თვისებაა წებოვნება.

ბილეთის გვერდი
რა ტექნოლოგიური თვისებები ახასიათებს ნიადაგს?
1
წებოვნება
2
ნიადაგის ტენიანობა
3
ფორიანობა
4
#1571
განმარტება

განმარტება:

ხვნის სახეებია:კულტურული, ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით და რომბული.

ბილეთის გვერდი
ხვნის სახეებია?
1
მხოლოდ კულტურული
2
მხოლოდ ხვნა ბელტის მთლიანი გადაბრუნებით
3
მხოლოდ რომბული
4
ყველა ჩამოთვლილი სახეები
#1572
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.

ბილეთის გვერდი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1
მხედველობის პირობებს
2
მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
#1573
განმარტება

განმარტება:

დგუშიან შიგაწვის ძრავაში გამოყენებულია მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი.

ბილეთის გვერდი
რომელი მექანიზმია გამოყენებული დგუშიან შიგაწვის ძრავაში?
1
ჭიახრახნული მექანიზმი
2
კულისა მექანიზმი
3
მრუმხარა-ბარბაცა მექანიზმი
4
პლანეტარული მექანიზმი
#1574
განმარტება

განმარტება:

სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება: მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა და თვლიანი.

ბილეთის გვერდი
სავალი ნაწილის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება:
1
საერთო დანიშნულების, უნივერსალური სათოხნი, სპეციალური
2
ჩარჩოიანი, ნახევრადჩარჩოიანი, უჩარჩო
3
მუხლუხა, ნახევრადმუხლუხა, თვლიანი
4
სამთო, ჭაობნარის, სამელიორაციო, საბაღბოსტნე
#1575
განმარტება

განმარტება:

ანთების ბატარეული სისტემა გამოიყენება კარბურატორიან ძრავებში.

ბილეთის გვერდი
რომელ ძრავაში გამოიყენება ანთების ბატარეული სისტემა?
1
დიზელის ძრავებში
2
კარბურატორიან ძრავებში
3
ელექტრო ძრავებში
4
ჰიდრავლიკურ ძრავებში
#1576
განმარტება

განმარტება:

შიგაწვის ძრავებში გამოიყენება აირგამანაწილებელი მექანიზმი.

ბილეთის გვერდი
რომელი მექანიზმი გამოიყენება შიგაწვის ძრავებში?
1
სათბობგამანაწილებელი მექანიზმი
2
ზეთის გამანაწილებელი მექანიზმი
3
წყლის გაგრილების მექანიზმი
4
აირგამანაწილებელი მექანიზმი
#1577
განმარტება

განმარტება:

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.

ბილეთის გვერდი
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1
უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
#1578
განმარტება

განმარტება:

მბრუნავ ლილვებს შორის, თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს გამოიყენება კარდანული გადაცემა.

ბილეთის გვერდი
რომელი გადაცემა გამოიყენება მბრუნავ ლილვებს შორის თუ მათი გეომეტრიული ღერძები ერთმანეთს არ ემთხვევა და შეადგენს ცვლად კუთხეს?
1
ჭიახრახნული გადაცემა
2
კბილანური გადაცემა
3
კარდანული გადაცემა
4
#1580
განმარტება

განმარტება:

ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება აკუმლიატორიდან.

ბილეთის გვერდი
რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას დაბალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?
1
გენერატორიდან
2
გამანაწილებელიდან
3
საიდუნქციო კოჭიდან
4
აკუმლიატორიდან
#1581
განმარტება

განმარტება:

ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს ყველა მომხმარებელი იკვებება გენერატორიდან.

ბილეთის გვერდი
რომელი დენის წყაროდან იკვებება ყველა მომხმარებელი ძრავას საშუალო და მაღალ ბრუნთა სიხშირეზე მუშაობის დროს?
1
გენერატორიდან
2
გამანაწილებელიდან
3
საიდუნქციო კოჭიდან
4
აკუმლიატორიდან
#1588
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც. გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ბილეთის გვერდი
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრაქტორის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1
მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
2
მხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
3
როგორც ოპერატიული სამსახურის ავტომობილის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ
4
#1591
განმარტება

განმარტება:

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1
მხედველობის არე ფართოვდება
2
მხედველობის არე ვიწროვდება
3
მხედველობის არე არ იცვლება
4
#1608
განმარტება

განმარტება:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1
მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2
მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3
მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
#1609
განმარტება

განმარტება:

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.

ბილეთის გვერდი
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#1649
განმარტება

განმარტება:

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.

ბილეთის გვერდი
თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:
1
გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს
2
გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად
3
გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა
4
#1660
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.

ბილეთის გვერდი
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1
ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2
განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3
შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
#1695
განმარტება

განმარტება:

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.

ბილეთის გვერდი
თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:
1
ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე
2
დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე
3
სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს
4
#
Top