ბილეთები

D1

ბილეთების რაოდენობა:81
გვერდების რაოდენობა:4
#
#1661
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

ბილეთის გვერდი
შეიძლება თუ არა გადამზიდველის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით?
1
შეიძლება
2
არ შეიძლება
3
4
#1662
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 669-ე მუხლის პირელი პუნქტის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.

ბილეთის გვერდი
გადამზიდველი პასუხს აგებს:
1
მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის
2
მხოლოდ მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის. მგზავრის ბარგის დაზიანებისათვის ან დაკარგვისათვის გადამზიდველს არ შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა
3
4
#1663
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 670-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

ბილეთის გვერდი
ვალდებულია თუ არა პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას, დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება?
1
ვალდებულია, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი
2
ასეთ ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
3
4
#1696
განმარტება

განმარტება:

მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

ბილეთის გვერდი
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1
დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2
დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3
აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
#1697
განმარტება

განმარტება:

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.

ბილეთის გვერდი
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4
#1727
განმარტება

განმარტება:

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.

ბილეთის გვერდი
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1
პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
2
მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3
სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
4
პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
#
Top