ბილეთები

D

ბილეთების რაოდენობა:22
გვერდების რაოდენობა:1
#
#12
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 2.3 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.13 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.13. აღნიშნავს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა უნდა დაუთმოს გადამკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ბილეთის გვერდი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2
მოტოციკლის მძღოლს
3
4
#13
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. ამავე კანონის პირველი დანართის მე-2 თავის 2.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.3 „დაუთმე გზა” - გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადა¬სა¬კვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 2.3 და 2.4 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

ბილეთის გვერდი
ისრების გადაკვეთის ადგილზე გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება:
1
წითელი ავტომობილის მძღოლს
2
ლურჯი ავტომობილის მძღოლს
3
4
#70
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.

ბილეთის გვერდი
ომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
ვითელი ავტომობილის მძღოლს
2
მოტოციკლის მძღოლს
3
4
#77
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

ბილეთის გვერდი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა
2
ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა
3
ჯერ უნდა გაიაროს ტროლეიბუსმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
4
#81
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

ბილეთის გვერდი
რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ საგზაო ნიშნები დაფარულია თოვლით?
1
თეთრი ავტომობილის მძღოლს
2
წითელი ავტომობილის მძღოლს
3
4
#83
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

ბილეთის გვერდი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2
მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
3
როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
4
#85
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.

ბილეთის გვერდი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2
ყვითელი ავტომობილის მძღოლს
3
4
#88
განმარტება

განმარტება:

ბილეთის გვერდი
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
თეთრი ავტომობილის მძღოლს
2
რუხი ავტომობილის მძღოლს
3
4
#92
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

ბილეთის გვერდი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
ჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
2
ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
3
ჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
4
#96
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, სადაც ტრამვაის ლიანდაგი სავალ ნაწილს კვეთს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, გარდა დეპოდან გამოსვლის შემთხვევისა.

ბილეთის გვერდი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2
ტრამვაის მძღოლს
3
4
#171
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, გზის სავალ ნაწილზე შესაბამისი საგზაო მონიშვნით, საგზაო ნიშნით ან შუქნიშნით აღნიშნული ქვეითთა გადასასვლელის არარსებობისას მძღოლი, რომელიც სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზის სავალ ნაწილზე შესულ ქვეითებს. მან უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ქვეითების მიმართ, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე გადადიან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად ან იქიდან გადმოსხდომის შემდეგ.

ბილეთის გვერდი
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
#963
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება მძღოლს გავიდეს გზაჯვარედინზე, რომელზეც შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი სავარაუდოდ, იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით განივი მიმართულებით მოძრაობისთვის შექმნას დაბრკოლება?
1
აქვს უფლება, თუ შუქნიშნის სიგნალი იძლევა მოძრაობის უფლებას
2
არ აქვს უფლება
3
4
#1109
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: დ) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

ბილეთის გვერდი
„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის:
1
დასასხდომი ადგილების რაოდენობა,აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს,
2
დასასხდომი ადგილების რაოდენობა, ადგილისა აღემატება 16-ს, მაგრამ არ აღემატება 30-ს,
3
დასასხდომი ადგილების რაოდენობა, აღემატება 14-ს, მაგრამ არ აღემატება 24-ს
4
#1110
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: დ) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

ბილეთის გვერდი
„D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
1
აღემატება 1200 კგ-ს
2
არ აღემატება 750 კგ-ს
3
აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 1200 კგ-ს
4
#1112
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად: ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება „D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „D1“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12000 კგ-ს?
1
არ აქვს უფლება
2
აქვს უფლება
3
4
#1121
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება „C1E“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
#1122
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება „DE“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე მართოს "C1E" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება?
1
არ აქვს უფლება
2
აქვს უფლება
3
4
#1250
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.7 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.7 წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით - აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში. 1.7 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

ბილეთის გვერდი
გზაჯვარედინზე, მოცემული საგზაო მონიშვნის არსებობისას, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
1
მხოლოდ A მიმართულებით
2
მხოლოდ B მიმართულებით
3
მხოლოდ C მიმართულებით
4
როგორც A და B, ასევე C მიმართულებით
#1275
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას.

ბილეთის გვერდი
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1
მსუბუქი ავტომობილს მძღოლს
2
ტრაქტორის მძღოლს
3
4
#1365
განმარტება

განმარტება:

მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში ხდება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR). მოთხოვნათა შესაბამისად.

ბილეთის გვერდი
რომელი შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხდება მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმების რეგლამინტაცია საქართველოში?
1
შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუშაობის შესახებ
2
შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ
3
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმება (AETR)
4
#1366
განმარტება

განმარტება:

„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც.

ბილეთის გვერდი
„საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ევროპული შეთანხმების (AETR) თანახმად ტერმინი „საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა“ ნიშნავს:
1
ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას ერთი საზღვრის გადაკვეთით მაინც
2
ნებისმიერ საავტომობილო მიმოსვლას 100 კმ-ზე მეტ მანძილზე
3
4
#1698
განმარტება

განმარტება:

თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში.

ბილეთის გვერდი
თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების გამო, გადასასვლელზე ნაწილობრივ შეზღუდულია მხედველობა, გადასავლელთან მოახლოებულ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1
მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითის არარსებობაში
2
მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გამოყენების შემდეგ
3
სიჩქარის შეუცვლელად, მიუხედავად გადასასვლელზე არსებული სიტუაციისა
4
#
Top