ბილეთები

T, S

ბილეთების რაოდენობა:29
გვერდების რაოდენობა:2
#
#1310
განმარტება

განმარტება:

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.

ბილეთის გვერდი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:
1
საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას
2
მხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას
3
მხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას
4
#1311
განმარტება

განმარტება:

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

ბილეთის გვერდი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:
1
მხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები
2
მხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი
3
მხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა
#1343
განმარტება

განმარტება:

ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას რადგან ავტომატერებლის დიდი მასა და მუხრუჭების რეაგირებისათვის საჭირო დრო საშუალებას არ იძლება სწრაფად დამუხრუჭების.

ბილეთის გვერდი
ავტომატარებლით მოძრაობისას საჭიროა თუ არა დავიცვათ მეტი დისტანცია წინ მოძრავ სატრანსპორტო საშულებამდე, ვიდრე მსუბუქი ავტომობილით მოძრაობისას?
1
არა, რადგან ავტომატარებლის მძღოლის გამოცდილების გამო მისი რეაქციის დრო ნაკლებია ვიდრე სხვა მძღოლების
2
დიახ, რადგან დიდი მასის გამო ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო დიდია ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
3
არა, რადგან ავტომატარებლის სამუხრუჭო მანძილი უფრო მოკლეა ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა
4
#1476
განმარტება

განმარტება:

გუთნები დანიშნულების მიხედვით არის საერთო და სპეციალური.

ბილეთის გვერდი
რა ტიპისაა გუთნები დანიშნულების მიხედვით?
1
სპეციალური
2
საერთო
3
საერთო და სპეციალური
4
#
Top