AM კატეგორია აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს, რომლებიც მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებად რეგისტრირდებიან.
აღნიშნული კატეგორიის აღება აღება შეგიძლიათ 16 წლიდან.
AM კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად დაგჭირდებათ მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება.
თეორიულ გამოცდაზე პირველად, ერთჯერადად გასვლის დროს, თავისუფლდებით გამოცდაზე გასვლის გადასახადისგან.
თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
AM კატეგორიაზე სულ 328 ბილეთია.
თუ ფლობთ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, უფლება გაქვთ მართოთ AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
თეორიის კურსზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 571 67 67 27