„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ. მოტოჩაფხუტზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში მოტოციკლეტის მძღოლმა უნდა შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი (ბზარებიანი მოტოჩაფხუტი) ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.