Дорожные знаки / მიმთითებელი

  • 4.1.1.

    მოძრაობა პირდაპირ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში მოხვევას და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას.

  • 4.1.2.

    მოძრაობა მარჯვნივ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 4.1.3.

    მოძრაობა მარცხნივ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ. ნიშანი იძლევა მობრუნების უფლებასაც. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 4.1.4.

    მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 4.1.5.

    მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ ან მარცხნივ. ნიშანი იძლევა მობრუნების უფლებასაც. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 4.1.6.

    მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ

    ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ. ნიშანი იძლევა მობრუნების უფლებასაც. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი; ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 4.2.1.

    დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან

    მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას.

  • 4.2.2.

    დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან

    მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

  • 4.2.3.

    დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან

    მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას.

  • 4.3.

    წრიული მოძრაობა

    რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას გზაჯვარედინზე, რომელზედაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.

  • 4.4.

    ველობილიკი

    ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილიბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. 4.4 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ველობილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

  • 4.5.

    ქვეითთა ბილიკი

    ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. 4.5 ნიშანს ძირითად ნიშნად დგამენ ქვეითთა ბილიკის დასაწყისში, განმეორებითად კი − გზასთან ყოველი გადაკვეთის შემდეგ.

  • 4.6.

    მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა

    ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას − დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

  • 4.7.

    მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

    4.6 ნიშნის მოქმედების ზონის დასასრული.

  • 4.9.1.-4.9.3.

    სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება

    მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით სახიფათო ტვირთი.

  • 4.8.

    მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია

    გზის მონაკვეთი, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული.