Дорожные знаки / საინფორმაციო-მაჩვენებლი

  • 5.1.

    ავტომაგისტრალი

    ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა­გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით.

  • 5.2.

    ავტომაგისტრალის დასასრული

    მიუთითებს 5.1 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.5.2 ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის ბოლოში, ავტომაგისტრალიდან გასასვლელში და წინასწარ 8.1.1 დაფით ავტომაგისტრალის ბოლომდე 400 და 1000 მეტრ მანძილებზე.

  • 5.3.

    საავტომობილო გზა

    გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.

  • 5.4.

    საავტომობილო გზის დასასრული

    მიუთითებს 5.3 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

  • 5.5.

    ცალმხრივმოძრაობიანი გზა

    გზა ან სავალი ნაწილი, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალება მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით მოძრაობს.

  • 5.6.

    ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული

    მიუთითებს 5.5 ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.

  • 5.7.1.

    ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

    მიუთითებს ცალმხრივ­მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

  • 5.7.2.

    ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა

    მიუთითებს ცალმხრივ­მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

  • 5.8.

    რევერსული მოძრაობა

    გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.

  • 5.9.

    რევერსული მოძრაობის დასასრული

    მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნული გზის მონაკვეთის დასასრულს.

  • 5.10.

    გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა

    მიუთითებს 5.8 ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი გასასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.8 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

  • 5.11.

    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა

    გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას.

  • 5.12.

    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული

    მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს.

  • 5.13.1.

    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა

    მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

  • 5.13.2.

    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლისმქონე გზაზე გასვლა

    მიუთითებს 5.11 ნიშნით აღნიშნულ გზაზე გასვლას.ნიშანი იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშნები შეიძლება არ დაიდგას მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელის გზასთან გადაკვეთაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.11 ნიშნით აღნიშნული გზიდან.

  • 5.14.

    სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი

    გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

  • 5.15.1.

    ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები

    მიუთითებს ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 5.15.2.

    ზოლზე მოძრაობის მიმართულებები

    მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. ნიშნების მოქმე¬დება, რომლებიც გზაჯვარედინის წინაა დადგმული, ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა; ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.

  • 5.15.3.

    ზოლის დასაწყისი

    მიუთითებს აღმართზე ან განშტოებასა და გადაკვეთაზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასაწყისს. თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ 5.15.3 ნიშანზე გამოსახულია 4.6 ნიშანი ( მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა ), სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, დამატებით ზოლზე გადაადგილდება.

  • 5.15.4.

    ზოლის დასაწყისი

    მიუთითებს სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონა­კვე­­თის დასაწყისს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის.

  • 5.15.5.

    ზოლის დასასრული

    მიუთითებს აღმართზე დამუხრუჭების ან დამატებითი ზოლის დასასრულს.

  • 5.15.6.

    ზოლის დასასრული

    მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონა­კვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართუ­ლებით მოძრაობისათვის.

  • 5.15.7.

    ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

    მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძა­ლავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძა­ლულია.

  • 5.15.8.

    ზოლების რაოდენობა

    მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

  • 5.15.6.

    ზოლის დასასრული

    მიუთითებს სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონა­კვეთის დასასრულს, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართუ­ლებით მოძრაობისათვის.

  • 5.15.7.

    ზოლებზე მოძრაობის მიმართულება

    მიუთითებს ზოლების რაოდენობას და თითოეულ ზოლზე მოძრაობის მიმართულებას. თუ 5.15.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძა­ლავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, შესაბამის ზოლზე ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძა­ლულია.

  • 5.15.8.

    ზოლების რაოდენობა

    მიუთითებს მოცემული მიმართულებით ზოლების რაოდენობას და ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებს. ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში გზის უბნის დასაწყისიდან150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–150 მეტრ მანძილზე.

  • 5.16.

    ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი

    აღნიშნავს ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

  • 5.17.

    ტრამვაის გაჩერების ადგილი

    აღნიშნავს ტრამვაის გასაჩერებელ პუნქტსა და მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

  • 5.18.

    მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილი

    აღნიშნავს მსუბუქი ტაქსის დგომის ადგილს.

  • 5.19.1.

    ქვეითთა გადასასვლელი

    გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარჯვენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან.

  • 5.19.2.

    ქვეითთა გადასასვლელი

    გზაზე ქვეითთა გადასასვლელისთვის გამოყოფილი ადგილი. ნიშანი იდგმება გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არარსებობისას ნიშანი იდგმება გადასასვლელის შორ საზღვართან.

  • 5.20.

    ხელოვნური უსწორმასწორობა

    მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. ნიშანი იდგმება ხელოვნურ უსწორმასწორობასთან ან 1.25 მონიშვნასთან მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს.

  • 5.21.

    საცხოვრებელი ზონა

    ტერიტორია (ზონა), სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები.ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

  • 5.22.

    საცხოვრებელი ზონის დასასრული

    მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

  • 5.23.1.

    დასახლებული პუნქტის დასაწყისი

    მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.

  • 5.23.2.

    დასახლებული პუნქტის დასაწყისი

    მიუთითებს განაშენიანებული გზის მონაკვეთის დასაწყისს, რომელიც არ შედის რომელიმე დასახლებულ პუნქტში და რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები (სააგარაკო დაბები, ცალკე მდგომი დაწესებულებები და ა. შ.). ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.

  • 5.24.1.

    დასახლებული პუნქტის დასასრული

    მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.

  • 5.24.2.

    დასახლებული პუნქტის დასასრული

    მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 და 5.23.2 ნიშნებით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.

  • 5.25.

    დასახლებული პუნქტის დასაწყისი

    მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა შესასვლელში.

  • 5.26.

    დასახლებული პუნქტის დასასრული

    მიუთითებს 5.25 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრულს. ნიშანი იდგმება დასახლებული პუნქტის ყველა გამოსასვლელში, განაშენიანების ფაქტობრივ საზღვარზე.

  • 5.27.

    ზონა დგომის შეზღუდვით

    აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

  • 5.28.

    დგომის შეზღუდვის ზონის დასასრული

    მიუთითებს 5.27 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

  • 5.29.

    რეგულირებადი სადგომი ზონა

    აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

  • 5.30.

    რეგულირებადი სადგომი ზონის დასასრული

    მიუთითებს 5.29 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

  • 5.31.

    მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონა

    აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისად რეგლამენტირებულია დგომა ან შეზღუდულია მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

  • 5.32.

    მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული

    მიუთითებს 5.31 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

  • 5.33.

    ქვეითთა ზონა

    ტერიტორია, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ქვეითებისათვის. ნიშანი იდგმება ტერიტორიის ყველა შესასვლელში.

  • 5.34.

    ქვეითთა ზონის დასასრული

    მიუთითებს 5.33 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს. ნიშანი იდგმება ყველა გამოსასვლელში.

  • 5.35.

    საავადმყოფო

    მიუთითებს გზასთან ახლოს სამედიცინო დაწესებულების არსებობის თაობაზე.ნიშანთან გავლისას მძღოლიშეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ზედმეტ ხმაურს.

  • 5.36.

    შერწყმის ადგილი

    ავტომაგისტრალთან სხვა გზიდან ამოსასვლელის (გაქანების ზოლის) შერწყმის ადგილი.